მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახური 3 ოქტომბერს დასვენების დღის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

RS
02.10.25 18:13
1004

შემოსავლების სამსახური 3 ოქტომბერს დასვენების დღის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამსახურის ძირითადი ფუნქციების შესრულება 3 ოქტომბერს უწყვეტად და უცვლელი ტარიფებით გაგრძელდება.

"2025 წლის 3 ოქტომბერს საბაჟო დეპარტამენტის - საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ასევე გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების განყოფილებები (გარდა სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელებისა) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებზე არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული საფასურები.

2025 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები.

გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული სერვისებით) სარგებლობისას,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო, 3 ოქტომბერი დასვენების დღედ გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები