შემოსავლების სამსახურმა წყალტუბოში საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
"კერძოდ, წყალტუბოს რაიონში, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა ერთ-ერთი კომპანიის (უწყება თავს იკავებს კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 1 900 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სატრანსპორტო ზედნადების და ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო წესების/პირობების დარღვევით გადაჰქონდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ პრესრელიზში.
აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სურსათის ეროვნულ საააგენტოს.




























