ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 90 ერთეულ ჰიბრიდულ ავტომობილს "ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან" 5.55 მილიონ ლარად შეიძენს. მთლიანობაში კონსოლიდირებული ტენდერით 113 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შეძენა იგეგმება, საიდანაც 90 შემოსავლების სამსახურს; 10 ერთეული NCDC-ის; 7 ერთეული თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს; 6 ერთეული კი შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას გადაეცემა.
ტენდერი 18 თებერვალს გამოცხადდა და მასში ერთი ერთეული ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ფასი 61,950 ლარი იყო, ტენდერში ერთადერთი პრეტედენტი შპს ჰიუნდაი ავტო საქართველო იყო, რომელიც "ჰიუნდაი ელანტრას" მოდელის 61,670 ლარად მიწოდებას სთავაზობს. მთლიანობაში კომპანიასთან 7 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდება.




























