მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახური "ბორჯომის ბაზრობის" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მიმართავს

ხანძარი

შემოსავლების სამსახური სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს მიმართავს. უწყება მათ მოუწოდებს, ხანძრის შედეგად საკონტროლო-სალარო აპარატების დაზიანების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს ელექტრონული განცხადებით მიმართონ, რათა ოპერატიულად მოხდეს სსა-ის მოქმედი/აქტიური სტატუსის გაუქმება და კონკრეტული მოდელის რეგისტრაციიდან ამოღება.

"ამასთან, შეახსენებს, რომ გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდისგარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა.

რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალებულ პირებს, ჩამოწერილ და შემდგომ საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებულ განადგურებულ საქონელზე, ახალი საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბორჯომის ბაზრობის“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შემოსავლების სამსახური საქონელს ჩამოაწერს

მეწარმე სუბიექტებმა ელექტრონულ განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელშიც აღწერილი იქნება საქონლის დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, განადგურებული საქონლის სააღრიცხვო ღირებულება და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება ხანძრის ფაქტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები