შემოსავლების სამსახური კომპანიებს და ფიზიკურ პირებს გადასახადების გადახდის მოახლოებულ თარიღთან დაკავშირებით აფრთხილებს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 1 აპრილი 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადების გადახდის სავადო თარიღია. ამასთან, მიმდინარე წლის 1 აპრილი - 2023 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადახდის სავადო თარიღია.
"გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოახლოებული სავადო თარიღები და ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, დროულად წარადგინოთ დეკლარაცია, ასევე გადაიხადოთ შესაბამისი გადასახადი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:
ვიდეო სახელმძღვანელოები:
https://www.rs.ge/VideoInstructions
მიკრო ბიზნესის მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=-BPEEojmCNQ
მცირე ბიზნესის მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=yqJLjkmGWns
ინსტრუქცია - საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის (2023 წელი)
https://www.youtube.com/watch?v=lr-BdiYvLcw
ინსტრუქცია - საგადასახადო ვალდებულება (საშემოსავლოს ნაწილში) არამეწარმე ფ/პ-ს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას (2023 წელი)
https://www.youtube.com/watch?v=cbh9ilObv40
ფიზიკური პირის მიერ, საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=AMxa-hUwABA
გზამკვლევები:
ხშირად დასმული კითხვები:
- ფიზიკური პირებისთვის:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1
- იურიდიული პირებისთვის:
https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1
გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე', - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.