საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი ოფისი ექნება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერიდან ხდება ცნობილი. შესყიდვის ღირებულება 6.1 მილიონი ლარია და მის შედეგად ზუგდიდში უწყებებისთვის ახალი ოფისი აშენდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შენობა ოთხსართულიანი იქნება და მისი ფართობი 1,906 კვადრატული მეტრი იქნება.
ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 24 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. წლების მიხედვით გამოყოფილი დაფინანსება კი ასე ნაწილდება:
2024 წელს შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 2155000 ლარს.
2025 წელს შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება - 2770000 ლარს.
2026 წელს შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება - 1204339 ლარს.
ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნების თანახმად, პროექტის განხორციელებით დაინტერესებულ კონტრაქტორს 2021 წლიდან მინიმუმ 9 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები უნდა ჰქონდეს შესრულებული.