მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

გობეჩია

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა ლევან გობეჩიამ თანამდებობა დატოვა.

გობეჩიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა

"დასრულდა 18 წლიანი ეპოპეა. წინ დიდი გამარჯვებებია!" - და პოსტს, საქართველოს და ევროკავშირის დროშები დაურთო.

bm.ge-ის კითხვაზე, რა გახდა სამსახურის დატოვების მიზეზი, გობეჩია ამბობს, რომ "ამ ეტაპზე საუბარი არ სურს".

ჩვენ ასევე დავუკავშირდით შემოსავლების სამსახურს და უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

აღსანიშნავია, რომ ლევან გობეჩია ერთ-ერთი იყო შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შორის, რომლებმაც განცხადება გაავრცელეს და გაემიჯნენ "ოცნების" მთავრობის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით.

"ოცნების" გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის 200-მდე მოქმედი თანამშრომელიც ემიჯნება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები