მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახური: 1000-მდე მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

5ed5f1e5d40bf
თელარა გელანტია
02.06.20 10:29
813
ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სადახლო საავტომობილო”, „ლაგოდეხი“, „გუგუთი“, „გარდაბანი რკინიგზა“, “ყაზბეგი”, „სარფი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთის პორტი“, „ვალე“, „კარწახი“, „ნინოწმინდა“, „მტკვარი“, „გარდაბანი“, ასევე ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონების 1000 -მდე მებაჟე ოფიცერს, გამოკვლევა ჩაუტარდა.

როგორც bm.ge-ის შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კორონავირუსი არცერთ მათგანს, ამ ეტეპისთვის, არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19“ -ზე უარყოფითია.

„შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 31 მაისს, დადასტურებული შემთხვევა, არის დასუფთავების კომპანიის თანამშრომელი და მას საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სადახლო საავტომობილოს“ მიმდებარე ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება ევალებოდა. აღნიშნულ ქალბატონთან მებაჟე ოფიცრებს, მოქალაქეებსა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს კონტაქტი არ ჰქონიათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს”, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები