მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შემოსავლების სამსახური აკონტროლებს, რომ მთავრობის სუბსიდირებული პროდუქტები არ გაძვირდეს"

5e9c0953579b5
ელენე გოგბერაშვილი
19.04.20 12:15
1016
ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რაზეც მთავრობამ ფასების შესანარჩუნებლად სუბსიდიის სახით 10 მილიონი ლარი გამოყო. “Forbes კვირამ” გაარკვია, პროდუქციის რა ლიმიტებზე დაფარავს სახელმწიფო კურსთაშორის სხვაობას და რატომაა რომ ზემოთდასახელებული პროდუქტებზე სხვადასხვა ქსელში მოქალაქეებს განსხვავებული ფასები ხვდებათ.

ბოლო მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის მიზნით 20-მა იმპორტიორმა მიმართა. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი მოთხოვნა შაქრის იმპორტის კურსთაშორისი სხვაობის დაფარვის მოთხოვნაზე ფიქსირდება. სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს ამასთანავე პროდუქციის ის მაქსიმალური მოცულობები, რომელზეც სახელმწიფო სუბსიდია გავრცელდება.

„დღეის მდგომარეობით 20-ზე მეტი განაცხადია შემოსული და ყველა პროდუქტს მოიცავს, რაც არის ჩამონათვალში. მათ შორის შაქარი ლიდერობს, ყველაზე მეტი მოთხოვნა ამ ეტაპზე შაქარზეა, თუმცა სხვა პროდუქტებზეც ანალოგიურად ფიქსირდება მოთხოვნები, რათა კომპანებმა სუბსიდირება მიიღონ.

მოცულობა დადგენილი არის და მაქსიმალური მოცულობა არის არაუმეტეს წინა წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით იმპორტირებული პროდუქტის მოცულობისა.

ეს არის ორთვიანი პროგრამა და 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ პროდუქტს ეხება.
მაგალითად, ბრინჯის შემთხვევაში 2464 ტონა არის დაფინანსებული მაკარონის ნაწარმის შემთხვევაში 5681 ტონა, წიწიბურას შემთხვევაში 1138 ტონა, და ა.შ ყველა პროდუქტზე დადგენილია ის მაქსიმალური მოცულობა, რაც დაფინანსდება.

პროგრამის ბიუჯეტი დადგენილია, ეს არის 10 მილიონი ლარი. თუმცა ეს თანხა სრულად არ იქნება საჭირო, რამდენადაც კურსი შეიცვალა, ლარი გამყარდა, რაც მნიშვნელოვანია. შესაბამისად ბიუჯეტი ბევრად ნაკლები იხარჯება და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო შემცირდება, შესაბამისად ნაკლები საბიუჯეტო თანხები იქნება დახარჯული”,- აცხადებს გიორგი ჯიბლაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურის პრეროგატივაა კონტროლი ამ ფასებზე. შემოსავლების სამსახური აკონტროლებს ამ კომპანიებს რამდენად აქვთ რეალურად მიყიდული ეს პროდუქტები საცალო ქსელის მოვაჭრეებისთვის, საკმაოდ სოლიდური ჯარიმებია ჩადებული პირობის დარღვევისთვის და ნამდვილად არ აწყობთ, რომ დაარღვიონ პირობა, რადგან ბევრად მეტი იქნება ფინანსური ზიანი მათთვის.

“საჭიროება თუ დადგება აუცილებლად განხილული იქნება სუბსიდირების გაგრძელების საკითხი, თუმცა იმედი მაქვს, რომ აღნიშნულის საჭიროება არ დადგება.

ფაქტიური ხარჯი ამ ეტაპზე ძალიან დაბალია, რამდენადაც ბენეფიცირების სურვილზეა დამოკიდებული როდის მოახდენენ სუბსიდიის მოთხოვნას. მათთან კონტრაქტები კი არის გაფორმებული, მაგრამ რეალურად სუბსიდია მათი მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება“-აცხადებს გიორგი ჯიბლაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები