მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

646b909fd03f3
BM.GE
22.05.23 20:00
3484
საქართველოში შესაძლო, სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთის შემოტანის თაობაზე შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ვასილ ურუშაძის მიერ, გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთის შემოტანის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:

მიმდინარე წლის 18 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანის“ გავლით, საქართველოში შემოვიდა 58 სარკინიგზო ვაგონის შემადგენლობა, საიდანაც 31 ვაგონი არის ცარიელი, ხოლო დანარჩენ სარკინიგზო ვაგონებში განთავსებულია საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანიების (უწყება თავს იკავებს ექსპორტიორი კომპანიის და მიმღები კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) დანიშნულებით გამოგზავნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურისათვის განკუთვნილი საქონელი.

აღნიშნული ექსპორტიორი კომპანიები არ არიან მოხვედრილი სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ, სანქცირებული პირების ჩამონათვალში. ამასთან, კომპანიებს, აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირების პროცესი ჯერ არ განუხორციელებიათ.
აქვე განვმარტავთ, რომ მომართვის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, კანონმდებლობის შესაბამისად, განახორცილებს საბაჟო კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის სანქციების აღსრულების მიმართულებით.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები