მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შემოსული შეტყობინებების 60% ილია თოფურიას ბრძოლისთვის შექმნილ პაკეტზეა" - რა ღირს საგზური?

UFC

შემოსული შეტყობინებების 60% ილია თოფურიას ბრძოლისთვის შექმნილ პაკეტზეა, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Travelfy-ს გაყიდვების ხელმძღვანელმა, მარიამ დგებუაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ, ილია თოფურიას ტიტულის პირველად დაცვა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ მოუწევს. შეხვედრა 26 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, ტურნირში UFC 308 გაიმართება.

დგებუაძის ცნობით, კომპანია ჩემპიონატზე დასწრების მსურველებს 3-დღიან საგზურს სთავაზობს, რომელიც ავიაბილეთებს, სასტუმროში განთავსებასა და ბრძოლაზე დასწრების ბილეთებს მოიცავს. გაყიდვების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოთხოვნაც აღნიშნულ პაკეტზე ძალიან დიდია.

„ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის გამართული საჩემპიონო ბრძოლისთვის შექმნილ პაკეტზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ჩათვალეთ, ყოველდღიურად შემოსული შეტყობინებების 60% ილია თოფურიას ბრძოლისთვის შექმნილ პაკეტზეა. უკვე საკმაოდ ბევრი ადგილი დავჯავშნეთ, შესაბამისად, დარჩენილი საგზურების რაოდენობა შეზღუდულია.

ჩემპიონატზე დასასწრები საგზურის ღირებულება 2369 ლარიდან იწყება და ის როგორც ორ მხრივ ავიაბილეთს, ასევე სასტუმროში განთავსებასა და ბრძოლაზე დასასწრებ მთელი ღონისძიების ბილეთს მოიცავს. გვაქვს ქვედა სექტორის და VIP ბილეთებიც“, - განმარტავს გაყიდვების ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები