ჯანდაცვინის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის “მოდერნას” წარმოებული ვაქცინის შემოტანა არ იგეგმება. ასე უპასუხა მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის შესაბამის შეკითხვას. გაბუნია მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული ფაიზერის ვაქცინით აიცრან, რომელიც მისი თქმით, ძალიან ეფექტიანია.
“მოდერნას ვაქცინას რაც შეეხება, ამ ეტაპზე შემოთავაზება არც მოდერნასგან და არც რომელიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყნისგან დონაციაზე არ გვაქვს. თუმცა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით არის “ფაიზერის” ვაქცინა, რომელსაც ზუსტად იდენტური მოქმედების მექანიზმი აქვს და ეფექტიანობა ძალიან მაღალია. ამდენად, თხოვნა და მოწოდებაა, რომ “ფაიზერის” ვაქცინა, რომელიც ქვეყანაშია ეფექტიანია და რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ ბუსტერ დოზები”,-აცხადებს გაბუნია.




























