Galt&Taggart თბილისში გასაქირავებელი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასის შემცირებას აღარ პროგნოზირებს. როგორც საინვესტიციო ბანკში აცხადებენ, ფასი კვ.მ-ზე 9-10$-ის ფარგლებში ნარჩუნდება, რაც საინვესტიციო მიმზიდველობას სხვა ქალაქებთან თუ ალტერნატიულ საინვესტიციო საშუალებებთან მიმართებით კვლავ ინარჩუნებს.
„არსებობს როგორც საჭიროებაზე დაფუძნებული, ისე საინვესტიციო მოთხოვნა. ქირის ფასი ახალი წონასწორობის წერტილის შემდეგ, რაც 9-10$-ია, ამონაგების მხრივ კვლავ მიმზიდველია. 8.5-9%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მაღალია როგორც შესადარი ქვეყნების ქალაქებთან შედარებით, ასევე სხვა ალტერნატიული საინვესტიციო საშუალებებთან მიმართებით.
ჩვენი მოლოდინით, ეს ფასი 2026-შიც დაახლოებით 9-10$-ის ფარგლებში დარჩება.“ - აღნიშნა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ოთარ ცუხიშვილმა.




























