საბანკო სექტორი და ანალიტიკური ორგანიზაციები მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლებას ელიან. შემცირებული ინფლაციის ფონზე, მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს დამატებით დაახლოებით ერთი პროცენტული პუნქტის ფარგლებში შეამცირებს, რაც ლარის სესხებსაც გააიაფებს. რაც შეეხება სავალუტო სესხების განაკვეთებს, უახლოეს თვეებში ამ მიმართულებით ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ლარის და უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებაში მიმდინარე წლისთვის.