მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენგენის ვიზის ღირებულება, შესაძლოა, გაიზარდოს - Euronews

ვიზა

ევროკავშირის არამოქალაქეებისთვის და შენგენის ზონის მიღმა მცხოვრები მოგზაურებისთვის, შენგენის ვიზის ღირებულება, შესაძლოა, გაიზარდოს. ევროპულმა კომისიამ უკვე წარადგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც ვიზის მოსაკრებელი 2024 წლიდანვე უნდა შეიცვალოს.

Euronews-ის ინფორმაციით, ინიციატივის მიღების შემთხვევაში, ვიზაზე ფასები 12%-ით, ზრდასრულებისთვის 80-დან 90 ევრომდე, მხოლოდ ბავშვებისთვის 40-დან 45 ევრომდე გაიზრდება. კომისია გეგმავს, რომ გადასახადები კიდევ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა მოქალაქეებიც “რეადმისიის შემთხვევაში არასათანადოდ თანამშრომლობენ” მესაზღვრე-ოფიცრებთან. საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც ბლოკის წევრი სახელმწიფოების საზღვრებიდან, ამა თუ იმ მიზეზის გამო, უკან გააბრუნეს. ასეთი ქვეყნებისთვის ვიზის ღირებულება ბავშვებისთვის 135, ზრდასრულებისთვის კი 180 ევრომდე გაიზრდება.

შენგენის ვიზა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვისაა საჭირო, რომლებიც EU-სა და შენგენის ზონის 90-დღიანი უვიზო მიმოსვლით ვერ სარგებლობენ. მათ ჩამონათვალშია სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი, პაკისტანი, შრი-ლანკა და ჩინეთიც.

ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი ფასები უახლოეს თვეებში ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები