მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შენიშვნები უცხოელებზე მიწის გაყიდვის შესახებ კანონპროექტზე

BM.GE
09.04.19 10:47
811
შენიშვნები და საკანონმდებლო წინადადება საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, საქართველოს პარლამენტს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონპროექტებზე წარუდგინა. GDI-ს მიერ წარდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე საკითხზე.

დოკუმენტში გაანალიზებულია ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებულ სუბიექტთა ვიწრო წრის პრობლემურობა და ამის პარალელურად მიმოხილულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. ასევე საუბარია შემოთავაზებულ რეგულაციათა ბუნდოვანებაზე და კანონის ხარისხის მოთხოვნების დარღვევაზე.

სტუმარი: მარი კაპანაძე - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები