მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ შესაძლოა საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელოს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე, ჟურნალისტებს განუცხადა მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წასვლაზე გააკეთა განცხადება.
"არ ვიცი, ალბათ უფრო კერძო სექტორში, სიმართლე გითხრათ, ახლა ამ თემაზე არ მიფიქრია, შეიძლება ბიზნესში მოვსინჯო უდიდესი ალბათობით ჩემი ძალები, იმიტომ რომ აზარტული ნამდვილად ვარ ამ მიმართულებით", - ამბობს მდინარაძე სამომავლო გეგმებზე კითხვის საპასუხოდ.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძე დაახლოებით ერთი თვეა რაც რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებს, სექტემბრიდან მას რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი უნდა დაეკავებინა.




























