მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ევროპაში COVID-19-ის მორიგი ტალღა გარდაუვალი გახდეს - WHO

60ddd916cbf4f
ნათია თაქთაქიშვილი
01.07.21 19:05
773
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, კორონავირუსის ახალი ტალღა ევროპაში, შესაძლოა, გარდაუვალი გახდეს, რადგან დელტა შტამის ახალი შემთხვევები მატულობს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ COVID-შემთხვევების ათკვირიანი კლების შემდეგ, ევროპის 53 ქვეყანაში, დაახლოებით, ახალი შემთხვევების 10%-იანი ზრდა შეინიშნება.

„ევროპის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 10%-იანი ზრდა შეინიშნება, რაც დაკავშირებულია ტურიზმის გააქტიურებასთან და კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებასთან“, - განაცხადა WHO-ს ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.

კლუგეს თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევები უმეტესად დელტა შტამით არის გამოწვეული, რომელიც ალფა შტამთან შედარებით ბევრად აგრესიული და გადამდებია და ეს მაშინ, როდესაც მილიონობით ადამიანია არავაქცინირებული ევროპის მასშტაბით.

„დელტა შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, რაც ნიშნავს ჰოსპიტალიზაციის გაზრდილ შემთხვევებს და ასევე გარდაცვალების მატებას. ჩვენი ვარაუდით, ევროპაში დელტა შტამი დომინანტი აგვისტოში გახდება; ამასთან, მოსახლეობის მხოლოდ 63%-ს აქვს გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთი დოზა ვაქცინა“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები