მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ფოთის ნავსადგურის ტერიტორია ტბად გადაიქცეს - ვახტანგ ალანია საფრთხეებზე

64b1838302325
ალა ისპირიანი
14.07.23 23:55
1141
"თუ ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ, 53 წელიწადში ფოთის ნავსადგურის ტერიტორია ტბად გადაიქცევა", - ეს შეფასება კომპანია "სოფმარის" დამფუძნებელს ვახტანგ ალანიას ეკუთვნის.

ვახტანგ ალანიამ MBGTV-ის გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა, რომ რუკებიდან შედარებით ნათლად ჩანს, რომ ზღვა წელიწადში დაახლოებით 7 მეტრით უკან იწევს.

„1999 წელს, როცა გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა ნავსადგურის ჩრდილოეთით გახსნილი რიონის არხი, ქვიშის ბალანსის დიდი ცვლილება მოხდა. ნავსადგურის ჩრდილოეთით დასილვა ხდება 2-3ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე სამხრეთით და ეს მოგეხსენებათ, ნავსადგურის შესავლელია - ბუნებრივია ადვილად შეგვიძლია გათვლა გავაკეთოთ, რამდენ წელიწადში შეიძლება გადაკეთდეს ნავსადგურის შესავლელი ან როდის შეექმნება ნავსადგურს გემის შეყვანა - გამოყვანის პრობლემა. ამის გამო გაწმენდითი სამუშაოების ზრდა და ხარჯები მოიმატებს“,- განაცხადა მან.

იგი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად გზების გამონახვა ახლა უნდა დაიწყოს, რაშიც ხელისუფლების ჩართულობა აუცილებელია.

„ნავსადგურის და ხელისუფლების ჩართულობა აუცილებელია. იმისათვის, რომ შემცირდეს ნაპირის ზრდა, შეიძლება ძველი რიონის კალაპოტი ამუშავდეს და შეიცვალოს წყლის ნაკადი, მაგრამ ეს პრობლემის პრობლემას მაინც ვერ აღმოიფრქვას. საჭიროა ამის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ვახტანგ ალანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები