მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაძლოა, ირანთან შეთანხმება მომავალ კვირას ან რამდენიმე თვეში გაფორმდეს - ვენსი

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება შესაძლოა რამდენიმე კვირაში ან თვეში გაფორმდეს, თუმცა ეს შუალედურ არჩევნებამდე აუცილებლად მოხდება.

ვიცე-პრეზიდენტი თქმითვე, "ძალიან ახლოს" არიან ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევასთან.

"ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ იმ პოზიციაში ვართ, როცა შეგვიძლია მივიღოთ შეთანხმება, რომელიც ეკონომიკურად მოგებიანი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რეალურად გადაჭრის ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს. არა მხოლოდ ახლა და მაშინ, როცა დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, არამედ გრძელვადიან პერიოდში. ისე, რომ ჩემმა შვილებმა, როდესაც გაიზრდებიან, შეძლონ თქვან, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, – განაცხადა ვენსმა CBS-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ შეთანხმება ნოემბრამდე, შუალედურ არჩევნებამდე აუცილებლად შედგება.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილიდან აშშ-ირანს შორის დროებითი ზავი გამოცხადდა სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის. ამ ეტაპზე პაკისტანის შუამავლობით ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები