მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტრომ 100 დოზა ვაქცინა ცნობილი ადამიანების ასაცრელად გამოყოს

605afeb1a5500
ინგა მურუსიძე
24.03.21 12:54
3327
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შესაძლოა, 100 დოზა ვაქცინა გამოიყოს ცნობილი ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთვებიან.

გაბუნიას თქმით, ეს ნაბიჯი გათვალისწინებულია ვაქცინაციის კამპანიის წახალისებისთვის და მოსახლეობაში ნდობის ასამაღლებლად.

„კარგად სჭირდება ამას დაგეგმვა თუ ვინ უნდა აიცრას ამ 100 დოზით. შესაძლოა, ეს იყოს ცნობილი ჟურნალისტი, ნებისმიერი ასაკის ჯგუფის. შეიკრიბეთ და გვირჩიეთ, ვინ გამოიწვევს საზოგადოებაში მეტ ნდობას“, - მიმართა მედიას თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის განმარტებით, თუკი უკვე არსებულ ჯგუფებში აქტივობა მაღალი არ იქნება, შემდეგი ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები იქნებიან.

"არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზეც მთელი მსოფლიო იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს. ამდენად, როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, პირველივე ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება. მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინაცია მოსახლეობის 30%-ს სურს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი, რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს“, - განმარტა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები