მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, სადისტრიბუციო მანქანებმა მხოლოდ განსაზღვრულ საათებში იარონ

638716bb89c7f
მარიამ დემეტრაშვილი
30.11.22 23:55
653
შესაძლოა, დისტრიბუციის მანქანებმა მხოლოდ განსაზღვრულ საათებში იარონ. 

ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისივე თქმით, დისტრიბუციის მხოლოდ ღამის საათებში დაშვება აღარ განიხილება, რადგან ეს ბიზნესსექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს და შესაძლოა, დღის განმავლობაში, კონკრეტული საათები განისაზღვროს, რომლის დროსაც სადისტრიბუციო მანქანები იმოძრავებენ.

„დედაქალაქში არის, დაახლოებით, 5 000 ისეთი ობიექტი, რომელსაც ემსახურება დისტრიბუცია. აქედან ალბათ უმრავლესობა წარმოადგენს ისეთ მცირე ბიზნესს, რომლებსაც მოუწევდათ დამატებითი ხარჯის გაწევა, რათა ღამის საათებში შეძლებოდათ პროდუქციის მიღება. ეს ამ ბიზნესებისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა. ეს პოზიცია გავიზიარეთ, ამიტომ ამ მიმართულებით მოლაპარაკება დასრულდა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ შეზღუდვის სხვა საათები ისე, რომ არც მცირე ბიზნესს შეექმნას პრობლემა, არც დისტრიბუციას და ქალაქში გადაადგილებისთვისაც კომფორტული იყოს“, - თქვა ვიქტორ წილოსანმა.

საქმე ის არის, რომ ე.წ. საცობების გამო, რომელიც ქალაქშია შექმნილი ჯერ კიდევ გასულ წელს არსებობდა ინიციატივა, რომ სადისტრიბუციო მანქანებს მხოლოდ ღამის საათებში ევლოთ. დღეისთვის ეს საკითხი არ რეგულირდება და არის შემთხვევები, როცა ვიწრო ქუჩებზე სწორედ სადისტრიბუციო მანქანების გამო იქმნება "საცობები".

"ჩვენ ვსაუბრობთ საცობების მოწესრიგებაზე, ეს კომპლექსური პრობლემაა, მაგრამ ის კომპონენტი რაც ნარჩენების გატანას, ყვითელი ავტობუსების მოძრაობას, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობას ეხება - უნდა იყოს დარეგულირებული. ამას მოჰყვება სხვა ღონისძიებებიც. ჩემი თხოვნაა სწრაფად მოხდეს სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა“, - აცხადებდა კალაძე 2017 წელს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები