მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეშფოთებულები ვართ. მოთხოვნები [საქართველოს] სწორი მიმართულების შესახებ კვლავ დარჩება - შვედეთის პრემიერი

ულფ კრისტერსონი

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონი აცხადებს, რომ მოთხოვნები საქართველოში რეფორმების და ქვეყნის სწორი მიმართულების შესახებ კვლავ ძალაშია. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განუცხადა.

შვედეთის პრემიერის თქმით, ის რომ დღეს საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არაა მხარდაჭერის ნაკლებობაზე არ მიანიშნებს.

"როგორც იცით, საქართველო დღის წესრიგში საკმაოდ ხშირად არის და დღეს რომ არ არის, ეს მხარდაჭერის ნაკლებობას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ეს ბევრჯერ გამოვხატეთ სხვადასხვა ფორმით. ვფიქრობ, ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებისა და სწორი მიმართულების შესახებ კვლავ დარჩება ისე, როგორც ადრე", - თქვა ულფ კრისტერსონმა.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 მარტს განაცხადა, მის ხელმოწერით ევროპელ ლიდერებს გაეგზავნა წერილი, რომელშიც მოთხოვნილია, რომ საქართველოს საკითხი 20-21 მარტს დაგეგმილ სამიტზე ყურადღების მიღმა არ დარჩეს. მისი თქმით, წერილი ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინაციით მომზადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები