მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო" - პოლონეთის საელჩო

პოლონეთ

საქართველოში პოლონეთის საელჩო ეუთო-ს 24 წევრი ქვეყნის მიერ საქართველოს მიმართ "მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურებას ეხმაურება:

"შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. დღეს, 24 ეუთო-ს წევრმა სახელმწიფომ მოსკოვის მექანიზმი გაააქტიურა, რათა შეიქმნას საექსპერტო მისია. დამოუკიდებელი მისია დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს" , - წერია გავრელებულ განცხადებაში.

ეუთოს წევრი 24 ქვეყნის საერთო განცხადებიდან გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოები საქართველოსთან დაკავშირებით "მოსკოვის მექანიზმს" აამოქმედებენ.

"მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტია, რომელიც მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, ეუთოს რეგიონში ადამიანური განზომილების კუთხით არსებული კონკრეტული, გადაუდებელი და რთული დარღვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი, სპეციალური (ad hoc) საექსპერტო მისიები ჩამოაყალიბონ.

აღნიშნული მექანიზმი სცდება დიალოგის ფარგლებს და, ODIHR-ის მხარდაჭერით, ფაქტების დადგენის მისიებს საშუალებას აძლევს, მოამზადონ ანგარიშები სამიზნე სახელმწიფოს თანამშრომლობის გარეშეც კი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები