მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესყიდვების სააგენტოს "შავი სია" - როგორ ახერხებენ კომპანიები “შავი სიიდან” თავის დაღწევას?

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შეუსრულებელი ტენდერის გამო "შავ სიაში" მყოფმა ერ-ტე-დემ "თეთრ სიაში" გადაინაცვლა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თებერვლის დასაწყისში "შავ სიაში" შეიყვანა ორივე კომპანია, რომლებიც წერეთლის გამზირზე მუშაობდნენ და რომლებთანაც ხელშეკრულებები დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო შეწყდა. ორიდან ერთი, ლუხუმ ქართლოსიშვილის კომპანია ერ-ტე-დე ამ დროისთვის თეთრ სიაშია. ამასთან, მონაწილეობს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის 367'000-იან ტენდერში, სადაც განაცხადების მიღება დასრულებულია და "ერ-ტე-დე" ერთადერთი პრეტენდენტია.

კომპანიები ე.წ შავ სიაში მერიის მოთხოვნის საფუძველზე მოხვდნენ. კანონის მიხედვით, კომპანია, რომელიც "შავ სიაში" ხვდება 1 კალენდარული წლის განმავლობაში ვეღარ მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. თავად კომპანიაში, ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობენ. მეორე კომპანიაში კი, რომელიც წერეთლის გამზირის ყოფილი კონტრაქტორია აცხადებენ, რომ შავი სიიდან ამოღების მოთხოვნით სასამართლოს მათაც მიმართეს, თუმცა "მილენიუმ ბილდერს ჯგუფის" პროცესები ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

როგორ ახერხებენ კომპანია კანონის გვერდის ავლით შავი სიიდან თეთრ სიაში გადანაცვლებას, რა ხარვეზია სისტემაში და შეცვლის თუ არა ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებს ახალი კანონმდებლობა, რომელიც 2025 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში?

სტუმარი: ბადრი ნიაური - იურისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები