აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა G7-ის სამიტზე განაცხადა, რომ თუ ირანთან გაფორმებული შეთანხმება მისთვის მიუღებელი აღმოჩნდება და ირანი პირობებს დაარღვევს, მაშინ ვაშინგტონი ავიაიერიშებს დაუყოვნებლივ განაახლებს.
მისი თქმით, ამერიკული მხარე მზად არის, ბომბების ჩამოყრას ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტს, რომელიც საფრანგეთში იმართება, აშშ-ის, დიდ ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადის, იტალიისა და იაპონიის ლიდერები ესწრებიან.
პარალელურად, შეხვედრაზე მიწვეულ სტუმრებს შორის ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.




























