მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეთანხმების ხელმოწერამდე აზერბაიჯანი სომხეთისგან კონსტიტუციაში ცვლილებას და მინსკის ჯგუფის გაუქმებას ითხოვს

ალიევი და ფაშინიანი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მხარეებს დოკუმენტზე ხელი ოფიციალურად არ მოუწერიათ. როგორც Politico წერს, შეთანხმების ხელმოწერამდე სომხეთს რამდენიმე საკითხი დარჩა მოსაგვარებელი, მათ შორის არის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა.

"აზერბაიჯანი ელოდება, რომ სომხეთი კონსტიტუციაში ცვლილებას შეიტანს და უარს იტყვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

ამას გარდა, აზერბაიჯანული მხარე სომხეთისგან ასევე ითხოვს ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმებას. ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფი 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიების და შუამავლის როლს ასრულებდა მხარეებს შორის მოლაპარაკებებში. გამოცემის ცნობითვე, ამ პირობების შესრულება გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგალითად კონსტიტუციაში ცვლილებას რეფერენდუმის ჩატარება სჭირდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიესალმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების შეთანხმებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. როგორც ცნობილია შეთანხმება „ზანგეზურის დერეფნის“ მოთხოვნას არ მოიცავს. 2020 წელს ყარაბაღში მორიგი ომის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით აზერბაიჯანმა ყარაბაღის ზოგიერთ რაიონზე კონტროლი დაიბრუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები