მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეწყალების სკანდალის გამო, უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა დატოვა

ნოვაკი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირე პრეზიდენტი, თანამდებობიდან გადადგა.

კატალინ ნოვაკს, ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ მოუწია, რაც ცნობილი გახდა, რომ ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებული შეიწყალა.

ნოვაკის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში მოჰყვა მოთხოვნა, თანამდებობა დაეტოვებინათ პრეზიდენტსა და ყოფილი იუსტიციის მინისტრს, რომელიც ამ დრომდე ორბანის მმართველი პარტიაში დეპუტატის მანდატს იკავებდა. ჯუდიტ ვარგამ, ისევე როგორც პრეზიდენტმა ნოვაკმა თანამდებობა 10 თებერვალს დატოვეს.

უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი ნოვაკის უფლებამოსილების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში უნდა აირჩიოს.