ვიზაც პასპორტში მაქვს და არც შეტყობინება მიმიღია, არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა - ასე უპასუხა სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადების თაობაზე დასმულ კითხვას.
"რა გავაკეთო. უახლოეს ხანებში თავისუფლად რომ ვიმოგზაურო აშშ-ში, დადებითი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ამომწურავი იქნება ფაქტი? წინასწარ რა დაგიდასტუროთ? - არც შეტყობინება მიმიღია და ვიზაც პასპორტში მაქვს და როგორ გითხრათ? სიზმარი არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა.
თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები არ ითვალისწინებს მსგავს მიდგომას, თუმცა ამას არ ველოდებით, პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. თანამშრომლობა კი არ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სხვა ეტაპზე გადავა", - განაცხადა ლილუაშვილმა.