შეუძლებელია არალეგიტიმურმა, არაკომპეტენტურმა და კორუფციულმა ე.წ. მთავრობამ ეფექტური მუშაობა შეძლოს - ამის შესახებ Freebusiness.ge-ის თანადამფუძნებელმა, ნიკა გილაურმა "სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გურიის რეგიონში არსებულ სტიქიას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სტიქიის პირისპირ დარჩენილი ხალხი მოხალისეების იმედად რჩება.
"სტიქიის დროს, ყველაზე მთავარი, მთავრობის დროული რეაგირება და მუშაობის კოორდინაციაა.პირადი გამოცდილებით შემიძლია ამის თქმა. ასეთი მუშაობის გაწევა არსებულ რეჟიმს არ შეუძლია, რადგან არ არსებობს ანგარიშვალდებულება ხალხის მიმართ.
შეუძლებელია არალეგიტიმურმა, არაკომპეტენტურმა და კორუფციულმა ე.წ. მთავრობამ შეძლოს ეფექტური მუშაობა, მითუმეტეს კრიზისის დროს. ეს შოვმაც დაგვანახა და 13 ივნისმაც. ასეთი ტიპის რეჟიმი ყოველთვის და ყველგან მხოლოდ პასუხისმგებლობის აცილებაზე ფიქრობს, უბედურების პირველივე წუთიდან. კრიზისისა და სტიქიის სიმძიმეს „თოვლიანი ამინდით“ აფასებს.
დაგვიანებული რეაგირებით, მესამე დღეს გახსნილი შტაბით და არარსებული პრევენციით ხალხს უბრალოდ სიკვდილისთვის წირავს! სტიქიის პირისპირ დარჩენილი ხალხი მოხალისეების იმედად არის!
სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და მოსახლეობის და მოხალისეების დახმარება შემიძლია მხოლოდ ნანუკას ფონდი • Nanuka's Fund-ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხალხის ერთობა შედგა და ერთმანეთზე ზრუნვა ჩვენს ყოველდღიურობად იქცა", - წერს იგი.
უკვე რამდენიმე დღეა გურიაში სტიქიაა. რეგიონში დიდთოვლობას მსხვერპლიც მოჰყვა. თოვლის გამო ტრანსპორტი თითქმის ვერ მოძრაობს, ასევე გართულებულია სასწრაფოსა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადების გამოძახება, რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსა მოწყვეტილი.




























