მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევხვდებით ახალ პრემიერ-მინისტრს, რათა მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე - ბორელი

ბორელი

ხვალ შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, რათა მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელიმ ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

ბრიუსელში ევროკომისარს ქართული მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, რა არის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერთან შეხვედრისას.

„ხვალ შევხვდებით თქვენს პრემიერ მინისტრს. მთავარი გზავნილი იქნება, მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე. ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდან არის ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის კარგი მომენტი საქართველოსთვის“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში.