მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„შეზღუდვები ეტაპობრივად და საკმაოდ ფრთხილად მოიხსნა“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

60f576111e9eb
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.21 22:40
1037
შეზღუდვები ეტაპობრივად და საკმაოდ ფრთხილად მოიხსნა - ასე აფასებს შეზღუდვების მოხსნის ინტენსივობას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

BM.GE-ის კითხვაზე - მიიჩნევს თუ არა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მსგავსად, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი ნაჩქარევი იყო, მარიამ ქვრივიშვილმა უპასუხა, რომ ის ჯანდაცვის სექტორს არ წარმოადგენს და შეზღუდვების მოხსნის პროცესი ტურიზმის სექტორიდან წამოსული მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

„ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ტურიზმის ადმინისტრაციაში ვიყავი, შემდგომ ვიყავი პარლამენტში, ყოველთვის 24 საათის განმავლობაში ტურიზმის სექტორიდან გვესმოდა თხოვნა და მოთხოვნა, რომ ეტაპობრივად მომხდარიყო რეგულაციების შემსუბუქება, რომელიც ტურიზმის აღდგენისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყოს და იცით რომ ეს სწრაფად არ მოხდა, ეს მოხდა ეტაპობრივად. ჯერ გაიხსნა ცა, შეზღუდულად იმ ქვეყნებისთვის, სადაც სტაბილური ეპიდ-მდგომარეობა იყო, შემდგომ მხოლოდ პირველ ივნისს გაიხსნა სახმელეთო საზღვრები, მანამდე ზამთრის კურორტებზე იყოს კრიტიკა, მაგრამ ეპიდემიოლოგებმა მაღალ რისკად შეაფასეს, ეს ყოველთვის რთული ბალანსია.

მე გაგახსენებთ, რომ როდესაც შეზღუდვების მოხსნაზე იყო საუბარი, ჩვენი გუნდის ყველა წევრი ამბობდა, რომ გაზრდილი მობილობა ინფიცირების დონეს აწევდა. მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში საჭირო ვაქცინების რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ახლა მთავარია თითოეული ინდუსტრია, სექტორი, სამინისტრო, საჯარო მოხელე იქნება თუ საზოგადოების წარმომადგენელი, მოვბილიზდეთ იმისთვის, რომ ყველამ სწრაფად გავიკეთოთ ვაქცინა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები