საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ საკურორტო ზონებში ე.წ. სველი წერტილების საკითხი განსაკუთრებული ყურადღების საგანია.
ასე უპასუხეს BMG-ის ეკონომიკის სამინისტროში იმ კითხვების პასუხად, რომელიც 2021 წელს ამ თემაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებას შეეხებოდა. კერძოდ, მარიამ ქვრივიშვილი სამი წლის ამბობდა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებდა პროექტს, რომელიც ტურისტულ ადგილებში საპირფარეშოების პრობლემას მოაგვარებდა. მინისტრის მოადგილე კერძო-საჯარო პარტნიორობის (PPP) ფორმატზე საუბრობდა.
ეკონომიკის სამინისტროში BMG-ის კონკრეტულ კითხვებს (1. რა ბედი ეწია პროექტს, რომელზეც მარიამ ქვრივიშვილი საუბრობდა? 2. იყო თუ არა გამოცხადებული ტენდერი ან ინტერესთა გამოხატვა და რა შედეგით დასრულდა? 3. რა კონკრეტული გეგმა აქვს ეკონომიკის სამინისტროს პრობლემის მოსაგვარებლად?) ზოგადი ტექსტით უპასუხეს.
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, მუშაობს ამ გამოწვევის დაძლევაზე, რისი კარგი მაგალითია სამთო - სათხილამურო კურორტები, მათ შორის, გუდაური - ეს კურორტი ნამდვილად განიცდიდა ე.წ. სველი წერტილების დეფიციტს, მაგრამ ჩვენმა სამინისტრომ, მთის ტრასების სააგენტოსთან ერთად, შეიმუშავა ამ საკითხის მოგვარების ეფექტური სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო 16 სველი წერტილი, რომლის მართვასაც ახორციელებს მთის ტრასების სააგენტო და ამით საქართველოს სამთო კურორტებზე ეს საკითხი მოწესრიგდა.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით ამ გამოწვევას დაძლევას, მის მოსაგვარებლად ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, რადგან ის კვეთაში მოდის სხვადასხვა უწყებების ფუნქციებთან. ამდენად, აუცილებელია, რომ არსებული პრობლემა სწორი კოორდინაციით ეფექტურად და სწრაფად აღმოიფხვრას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს წერილობით პასუხში.
მარიამ ქვრივიშვილმა და სხვა ჩინოვნიკებმა იმოგზაურონ და ნახონ, როგორი ტუალეტები გვაქვს - გიდი
„საპირფარეშო არის ქვეყნის სახე... არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება“ - გიდი ნუცა ცქიმანაური
"სველი წერტილები პრაქტიკულად არსად გვაქვს" - ანა კირკიტაძე