მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვები, რაც ინტენსიური თოვის გამო ქვეყნის მასშტაბით დაწესდა

602ce6ceb1ec5
BM.GE
17.02.21 13:47
798
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საგზაო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავს. 

კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მოძრაობა:

• თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 138-ე კმ–158-ე კმ-ის (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;

• ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 65-ე კმ–98-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;

• საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;

• გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;

• შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-ლი კმ-52-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.

• მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, ამიტომ აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

• დაბალი ხილვადობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1-ლი კმ-62-ე კმ მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები