მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვები, რომლებიც საკურორტო ზონებში ამოქმედდება

5fbf4e6650e9d
ინგა მურუსიძე
26.11.20 21:00
929
საქართველოს მთავრობამ შეზღუდვები ზამთრის კურორტებზეც დააწესა. კერძოდ, შეზღუდვები ეხება კურორტებს - ბაკურიანი, ბორჯომი, გუდაური, ბათუმი, ქობულეთი, გოდერძი, ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი, კახეთი, ყაზბეგი, სვანეთი, აბასთუმანი-ვარძია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები გაჩერებული იქნება; 

სასტუმროები იმუშავებენ მხოლოდ კარანტინის, ან კოვიდ-სასტუმროებად;

რესტორნები, კვების ობიექტები, სავაჭრო ობიექტები მხოლოდ დისტანციურად იმუშავებენ;

გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს.