მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეზღუდვებმა ბიზნესს სერიოზული დაღი დაასვა“ - სალონების და ესთეტიკის ცენტრების 2 მოთხოვნა

6008084b55362
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.21 13:10
1041
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სფერო გახსნილია, ამდენმა აკრძალვამ და შეზღუდვამ სერიოზული დაღი დაასვა ბიზნესს", - ამის შესახებ საქართველოს სალონებისა და ესთეტიკის ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ შარაშენიძემ დარგთაშორისი ინიციატივის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სალონებისა და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია უერთდება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორის 6 პუნქტიან ინიციატივას და აცხადებს, რომ ესთეტიკის სფეროს 2 ძირითადი პრობლემა და შესაბამისად მოთხონა აქვს.

„ჩვენი მოთხოვნაა, გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოხდეს გაზრდილი კომუნალური გადასახადების გადახედვა.

"იმედი გვაქვს, რომ საზ.ტრანსპორტი მალე აღდგება. ეს ასევე ეხება კომუნალურებზე გაზრდილ ტარიფებს, რამაც სალონებს და ესთეტიკურ ცენტრებს ხარჯები ძალიან გაუზარდა. ბევრი სალონი დაიკეტა, რაც რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია: ეს არის გაზრდილი კომუნალური ტარიფები, შემცირებული სამუშაო ადგილები, პანდემიის გამო ნაწილი ავადაა, ნაწილი - იზოლაციაშია. არაფერი არ ხდება - რესტორნები დაკეტილია, ღონისძიებები არ ტარდება. ჩვენი სფეროს მომართვიანობა მრავალფაქტორულია და ამ ფაქტორებმა გამოიწვია მომხმარებლის შემცირება“, - აცხადებს თამარ შარაშენიძე.

დარგის წარმომადგენელი ბიზნესში სხვადასხვა მიმართულებით არსებული შეზღუდვების შედეგად შექმნილ ხვრელებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს სექტორს სერიოზულად აზარალებს.

"ბოლო დროს სალონებში მომართვიანობა ბინაზე გაზრდილმა მოთხოვნამაც შეამცირა, რაც ასეთმა უკონტროლო დაკეტვებმა განაპირობა. ბინაზე მომსახურების გააქტიურებით ბიზნესში შავი ხვრელი გაჩნდა. ამდენად, გარდა იმისა, რომ ბიზნეს გაზრდილი აქვს ხარჯი, ხოლო შემოსავალი შემცირებული აქვს ასეთი უმუშევრობის ფონზე, ბინებზე მომსახურებებმა კიდევ უფრო მეტად შეგვიმცირა შემოსავალი“, - აღნიშნა ფედერაციის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები