მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა აეროპორტები 2022 წელს 22,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ - რომელი აეროპორტი ლიდერობს?

63d26de0e7e6f
ნინი ლონგურაშვილი
29.01.23 16:30
594
საქართველოს შიდა აეროპორტებში პანდემიამდე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა იყო. 2022 წელს, სამი (ქუთაისი, ბათუმი, ამბროლაური) შიდა აეროპორტი ათ თვეში დაახლოებით 22 ათას მგზავრს მოემსახურა. Ak-air Georgia-ში ზრდის მაჩვენებელს ტურისტების შემოდინებას უკავშირებენ, რომლებიც ცდილობენ კომფორტულად და მარტივად აღმოჩნდნენ დანიშნულების ადგილას.

BMG შიდა აეროპორტების დატვირთვის კოეფიციენტით დაინტერესდა. Ak-air Georgia-ში, რომელიც ქვეყნის შიდა ფრენებს ახორციელებს, გვითხრეს, რომ ზრდის მაჩვენებლით მესტიის მიმართულება ლიდერობს.

“დატვირთვის კოეფიციენტმა ზრდის მაჩვენებელი წლიურად ბათუმის შემთხვევაში საშუალოდ 67% შეადგინა, მესტიის მიმართულება ლიდერობს და 96%-ია ამბროლაურის მიმართულებამ კი 69% დააფიქსირა. 2022 წელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრენების სიხშირით 2019 წელს გაუტოლდა. ეს ისტორიული წელი იყო, ყველაზე მეტი ფრენით. ერთადერთი ბათუმის მიმართულებამ დააფიქსირა კლება, სხვა მიმართულებები გათანაბრებულია 2019 წელს. თუმცა, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, 2022 წელს მესტია-ამბროლაური მიმართულებამ დაახლოებით 25%-ით გადააჭარბა პანდემიმამდელ პერიოდს.” აღნიშნა ირინა მღებრიშვილმა.

BMG -იმ Ak-air Georgia-ს ფინანსურ და ადმინისტრაციულ მენეჯერთან, შიდა ფრენების ფასებიც მოიკითხა, ირინა მრებრიშვილის თქმით, ბილეთების ფასი რეგულირებადია, რომელიც სახელწფიფოს მხირდან რეგულირდება და მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის აპრილის ბოლომდეა მოქმედი, შესაბამისად, კომპანიაში ფასების ზრდას ჯერ არ ელოდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები