მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ფრენებს თელავის მიმართულება დაემატება

63985e1005384
ელენე გოგბერაშვილი
13.12.22 15:23
996
მგზავრთა შიდა საჰაერო გადაყვანებს 100%-ით სახელმწიფო ასუბსიდირებს. შიდა ფრენებს „აეროპორტების გაერთიანების“ მიერ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია AK-Air Georgia ახორციელებს.

ამ დროისთვის ფრენები მესტიის, ბათუმის, ამბროლაურის მიმართულებით და ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით სრულდება. როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ bm.ge-ს განუცხადა, მომავალი წლიდან შიდა ფრენებს ახალი მიმართულება დაემატება. საუბარია თელავი-მესტია, თელავი-ბათუმის მიმართულებებზე. ფრენები თელავის აეროპორტ „მიმინოდან“ განხორციელდება.

„განიხილება შიდა ფრენების ახალ ტენდერში მიმართულებების დამატება როგორიც გახლავთ თელავი-მესტია, თელავი-ბათუმი. განიხილება ასევე სიხშირეების ზრდაც. შიდა ფრენების ტენდერის გამოცხადებას ველოდებით 2023 წლის პირველ ნახევარში, რაც შესაბამისად საშუალებას მოგვცემს შიდა ფრენების პროექტი გაგრძელდეს უწყვეტად“, - აცხადებს თამარ არჩუაძე.

შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში როგორც მიმდინარე წელს, ისე 2023 წელს, 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები