მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შიდა ქართლში 182 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი მოტყუებით დაარეგისტრირეს - გამოძიება დაწყებულია

61a9b8ca8d6b9
BM.GE
03.12.21 10:14
576
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყეს. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიის, იმ პერიოდისათვის მოქმედი თანამშრომლის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, 182 511 ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთი - საერთო ფართობით 12 117 მ2. გამოძიების პროცესში, დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები