მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შინდისში 7 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა - ბიუჯეტი ₾1.5 მლნ-ზე მეტია

შინდისი
16.07.24 13:15
519

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, შინდისში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ₾1 595 600 გამოიყო. უწყების ცნობით, ასფალტი დაიგო მისამართებზე, სადაც საავტომობილო გზები მანამდე არასდროს ყოფილა.

"ამ ეტაპზე, შინდისში 7 ქუჩას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ი. ჭავჭავაძის ქ; ი. ჭავჭავაძის I შესახვევი; ი. ჭავჭავაძის II შესახვევი; ვ. ბარნოვის ქ; თაბორის ქ; 9 აპრილის ქ; სატყეოს ქ.

სამუშაოების შედეგად, გრუნტის გზა ასფალტის ორფენიანმა საფარმა ჩაანაცვლა. ჯამში, 15 783 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდა. ასევე, მოეწყო ბორდიური.

აღნიშნულ მისამართებზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში უშლიდა ხელს. დღეიდან კი, ეს პრობლემა მოუგვარდებათ", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები