ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციამ 5.2% შეადგინა. ეს ბოლო ორი განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 11.7%-იანმა მატებამ იქონია.
საქსტატი ინფლაციას სულ 305 საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევის საფუძველზე ითვლის. ამ ჩამონათვალში ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები სწორედ სურსათის ჯგუფს განეკუთვნება. კერძოდ კი ყველაზე მეტად 109%-ით გაიზარდა ქლიავის ფასი, 60%-ით გაძვირდა მსხალი, ასევე 60%-ით ლიმონის ღირებულება. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შოკოლადის ფილის, კიტრის, ნაყინის და სხვა საქონლის ფასები.
| # | საქონლის დასახელება | ფასის წლიური ცვლილება - გაძვირება |
| 1 | ქლიავი | 109% |
| 2 | მსხალი | 60% |
| 3 | ლიმონი | 60% |
| 4 | მწვანე ლობიო | 52% |
| 5 | კიტრი | 50% |
| 6 | ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი | 43% |
| 7 | ატამი | 39% |
| 8 | საზამთრო | 37% |
| 9 | შოკოლადის ფილა | 32% |
| 10 | ნაყინი | 26% |
რაც შეეხება იმ საქონელს და მომსახურებას, რომლის ღირებულებაც წინა წელთან შედარებით შემცირებულია, მათ შორის პირველ ადგილზეა ტელევიზორი, რომელიც წლიურად 18%-ით გაიაფდა. მეორე პოზიციაზეა თვითმფრინავის ბილეთი, რაც საქსტატის თანახმად 16%-ით არის გაიაფებული. ასევე შემცირებულია პომიდვრის, ბრინჯის, მაცივრისა და მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმლის ფასი
| # | საქონლის დასახელება | ფასის წლიური ცვლილება - კლება |
| 1 | ტელევიზორი | 18% |
| 2 | თვითმფრინავით მგზავრობა | 16% |
| 3 | ქალის ქვედაკაბა | 15% |
| 4 | პომიდორი | 13% |
| 5 | ინტერნეტის გადასახდელი | 13% |
| 6 | ბრინჯი | 13% |
| 7 | მაცივარი | 13% |
| 8 | ქალის შარვალი | 11% |
| 9 | სპორტული ფეხსაცმელი | 11% |
| 10 | მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმელი | 10% |




























