მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შოკოლადის მწარმოებელ Cadbury-ის ბრიტანეთის სამეფო კარის ორდერი გაუუქმდა - სავარაუდო მიზეზი რუსეთში ოპერირებაა

charles

170 წლის შემდეგ პირველად, შოკოლადის მწარმოებელი Cadbury სამეფო კარის ორდერის მქონე კომპანიების სიიდან ამოიღეს. რაც ნიშნავს, რომ ის უინძორების ოფიციალური მომმარაგებებლი აღარ არის. მიზეზი, სავარაუდოდ, Cadbury-ის მფლობელი კომპანია Mondelez International-ის რუსეთში ოპერირებაა.

საქმე ისაა, რომ წლის დასაწყისში, მეფე ჩარლზს უკრაინის მხარდამჭერმა ჯგუფმა B4Ukraine მოუწოდა, შეეჩერებინათ სამეფო ორდერი ყველა იმ კომპანიისთვის, რომლებიც რუსეთში ოპერირებას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც განაგრძობენ. ერთ-ერთ პრიორიტეტად ჯგუფმა სწორედ Mondelez-ი დაასახელა.

ბირმინგემში ბაზირებულ შოკოლატერიას სამეფო ორდერი პირველად დედოფალი ვიქტორიას სამეფო კარმა, 1854 წელს მიანიჭა - სამეფო მხარდაჭერა კომპანიამ ჩარლზ მესამის პირობებში დაკარგა. როგორც Cadbury-ის მფლობელი, ამერიკული Mondelez-ი აცხადებს, კომპანია ორდერის დაკარგვით იმედგაცრუებულია.

"იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვუერთდებით იმ ასობით ბიზნესსა და ბრენდს, რომლებსაც ახალი ორდერი არ მიენიჭათ. ამავე დროს, გვეამაყება, რომ ამ ორდერს აქამდე ვფლობდით და გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ", - განაცხადა Cadbury-ის წარმომადგენელმა.

ორდერს სამეფო კარი 5 წლის ვადით გასცემს. კომპანიას, რომელიც სამეფო ნებართვას ფლობს, შეფუთვაზე შესაბამისი ემბლემაც აქვს დატანილი, რომელიც მიანიშნებს, რომ იგი მონარქს უწევს მომსახურებას ან აწვდის პროდუქტს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სამეფო ორდერის შეჩერება მწარმოებლებს ხარჯებსაც გაუზრდით, რადგან მათ შეფუთვების შეცვლა და მათგან შესაბამისი ემბლემის წაშლა მოუწევთ.

მეფე ჩარლზმა სამეფო ორდერი 386 კომპანიაზე გასცა, რომლებსაც ამ სავაჭრო მარკას მისი წინამორბედი მონარქი, დედოფალი ელიზაბეტი უდასტურდებათ. ამ კომპანიებს შორისაა Nestle, Heinz, John Lewis და სხვ.

მეფე ჩარლზს ახალ სიაში საკვებისა და სასმლის მწარმოებელი ისეთი კომპანიები ხვდებიან, როგორებიცაა Moet, Chandon, Weeatbix, Bendicks and Prestat Ltd და სხვა.

Cadbury-ს 200-წლოვანი ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც მისმა დამფუძნებელმა, ჯონ ქადბერიმ კაკაოსა და სასმელი შოკოლადის პირველი მაღაზია ბირმინგემში, 1824 წლის 4 მარტს გახსნა, წლების განმავლობაში კი შოკოლადის მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლად იქცა.2010 წელს ბრიტანული ბრენდი ამერიკულმა Kraft-მა შეიძინა და 2012 წლიდან Mondelez-ის ნაწილად აქცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები