მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოთა არველაძემ “კარაგიუმრუკის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

შოთა არველაძე კარაგიუმრუკი

თურქეთის სუპერ ლიგის 29-ე ტურში “კარაგიუმრუკი” სტუმრად “ტრაბზონსპორთან” გამანადგურებელი ანგარიშით 1:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “კარაგიუმრუკის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ პრესკონფერენციაზე პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა:

“ყოველთვის რთულია ტრაბზონში თამაში. დასაწყისი კარგი იყო, თუმცა ცუდად დავასრულეთ. რთული სეზონის მიუხედავად, მოედანზე ფეხბურთელები თავდაჯერებულები გავიდნენ. მოსამზადებელმა პროცესმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მოედანზე ყველაფერი ცუდად წარიმართა. ძალიან მიყვარს ეს კლუბი და ამის გამო დროა დაკავებული თანამდებობა დავტოვო. ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი და გუნდს განსხვავებული ატმოსფერო სჭირდება. ასეთ შედეგს არ ველოდი, ვწუხვარ” - განაცხადა შოთა არველაძემ.

51 წლის ქართველი მწვრთნელი “კარაგიუმრუკს” დეკემბრიდან წვრთნიდა, როდესაც მისი გუნდი მე-11 ადგილზე იყო, ახლა კი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ეროვნული ჩემპიონატისა და სათასო მატჩების ჩათვლით არველაძის ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდმა 17 თამაში ჩაატარა, საიდანაც 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, ხოლო 8-ჯერ დამარცხდა. შედეგად კლუბი 20 გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილს იკავებს და მათი მიზანი ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაა.

შეგახსენებთ, რომ არველაძის თაოსნობით გუნდმა სათასო გათამაშებიდან ქვეყნის ერთ-ერთი გრანდი “გალათასარაი” გამოაგდო, რის შედეგადაც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მომდევნო ეტაპზე გუნდი სწორედ “ტრაბზონსპორს” უნდა შეხვდეს, ამჯერად ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები