მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოტლანდიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

წყალდიდობა

აღმოსავლეთ შოტლანდიის ნაწილი მწვავე წყალდიდობას გასული კვირის პარასკევიდან ებრძვის. წყალდიდობის მიზეზი შტორმის მიერ გამოწვეული უპრეცედენტოდ ბევრი ნალექი და ძლიერი ქარი გახდა, რამაც ათასობით სახლში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

ბრიტანეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ოფისმა, 2020 წლის თებერვლის შემდეგ პირველი წითელი განგაში გამოაცხადა, პროგნოზი კი ზოგიერთ ადგილზე 250 მმ-იანი ნალექის მოსვლას იტყობინებოდა.

ექსტრემალურ ამინდს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი უწყებების ცნობით, მოსალოდნელი წყალდიდობის გამო 400 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხუთშაბათსვე გამოცხადდა, დაიხურა სკოლებიც. შოტლანდიის ელექტრომიმწოდებელი კი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის აღდგენაზე აქტიურად მუშაობენ.

“ანგუსი ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. დატბორვის ასეთი შემთხვევა უპრეცედენტოა” - წერს ანგუსის საბჭოს ოფიციალური ტვიტერ ანგარიში.

მეტეოროლოგიური ოფისის ცნობით, უჩვეულო წყალდიდობის გამომწვევი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ანგუსის საბჭო აცხადებს, რომ ქალაქ ბრეჩინში მდინარის დონე ნორმაზე 4.4 მეტრით მაღალია.

ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში გადაადგილება მხოლოდ ნავებითაა შესაძლებელი. შესაბამისი სამუშაოები მოქალაქეების უსაფრთხოებამდე გადაყვანაზე მუშაობს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ევაკუაცია არ გადადონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები