მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვის გენგეგმა დამტკიცდა - როგორ განვითარდება კურორტი?

BM.GE
27.12.22 17:49
279
შოვის განაშენიანების გენგეგმა დამტკიცებულია და ახლა მთავარი გამოწვევა გენგეგმის აღსრულება იქნება. როგორც BM.GE-თან შოვის გენგეგმის ავტორი გიორგი სულაბერიძე ამბობს, ქაოსური განაშენიანების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ დოკუმენტის დამტკიცება საკმარისი არ არის, მთავარი მისი აღსრულებაა. ანუკა ჯოხაძე გაეცნო გენერალური გეგმის პარამეტრებს რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება. რა არის ის სტანდარტები და პარამეტრები, რომლის მიხედვით უნდა განვითარდეს კურორტი და არსებობს თუ არა რესურსი, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის გზით დააკმაყოფილოს ის მოქალაქეები, რომელთა კუთვნილი მიწებიც ლანდშაფტურ ზონაში მოხვდა?