შოვში, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია - ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული გასული წლის აგვისტოში, შოვში მომხდარი სტიქიის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული. გარემოს დამცველები ტერიტორიაზე არსებული რისკების გათვალისწინებით მოქმედი განაშენიანების რეგულირების გეგმის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ონის საკრებულომ დაამტკიცა. რა წერია სამინისტროს მიერ შოვში მომხდარი სტიქიის ანგარიშში, რამდენად იყო შესაძლებელი სტიქიის პრევენცია და რა გეგმა აქვს კურორტ შოვთან მიმართებით სახელმწიფოს?