მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვში დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, შოვში, ამ დროისთვის 7 გარდაცვლილია ნაპოვნი. 

მისივე ინფორმაციით, 30-ზე მეტ ადამიანთან კონტაქტი ვერ ხერხდება. 

შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც  ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და 400-მდე მეხანძრე - მაშველი. დღეს, 06:00 საათიდან, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე, ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 210 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი; ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები