შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას რაჭაში 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
"აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები ამ დროისთვის კიდევ და დარჩენილია ორი ადამიანი, ვის ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ, გადასვენება როგორც წესი, მოხდება ქუთაისის სამხარაულის პროზექტურაში. ამ დროისთვის ველოდებით უკვე სამი ცხედრის იდენტიფიცირებას. საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. ვეძებთ ორი ადამიანის ცხედარს", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.