მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ხანს გაგრძელდება ძებნის პროცესი სტიქიის ზონაში? - მღებრიშვილის პასუხი

შოვი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, შოვში სტიქიის ადგილას ძებნის სამუშაოები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე გარდაცვლილთა პოვნის შანსი იქნება. ამის შესახებ მან საგანგებო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები, იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს კონკრეტული სტიქიური უბედურების ზონებში. თუმცა პრემიერის და შს მინისტრის დავალებითა და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს გარდაცვლილის, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტის პოვნის თუნდაც მცირეოდენი შანსი“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიური სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს და სტიქიის ზონაში, სამძებრო ღონისძიებებში 800-ზე მეტი ადამიანია ჩართული. მისი თქმით, ოფიციალური უწყებები გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრებისა და ჭირისუფლების თანხმობის გარეშე არ გაავრცელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები