საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
მისივე ინფორმაციით, ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანის სხეულის ფრაგმენტები და ახლა მაშველები ცდილობენ, იპოვონ გარდაცვლილის ცხედრის დანარჩენი ნაწილები.
"მდინარის კალაპოტში ნაპოვნია მდედრობითი სქესის მოქალაქის ცხედარი, ასევე ნაპოვნია ცხედრის ფრაგმენტები და კონკრეტულ კოლაციაზე დამატებითი სამუშაო მიმდინარეობს",- განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე შოვში დამატებით 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები.